ინგლისის პრემიერლიგაში მე-17 ტური დაიწყო. სამშაბათს, გრანდებიდან მხოლოდ “ჩელსიმ” ითამაშა და წინა ტურში “ვესტ ჰემთან” მარცხის შემდეგ, ჯავრი “ჰადერსფილდზე” იყარა, რომელსაც სამჯერ გაუტანა და ერთი თავადაც გაუშვა ბოლო წამებზე. ლონდონელთა სამივე გოლში ვილიანმა მიიღო მონაწილეობა – 1+2.
“ბარნლიმ” ბოლო ოთხ მატჩში მესამედ მოიგო და ამ გუნდს ტოპ-ოთხეულში ვხედავთ, ხოლო “უოტფორდთან” 89-ე და 92-ე წუთებზე გატანილი გოლებით, “კრისტალ პალასმა” არა მხოლოდ ბოლო ადგილს, არამედ გასავარდ ზონას დააღწია თავი. ეს გუნდი ექვსი მატჩია არ მარცხდება.
ბარნლი-სტოკი 1:0 (ბარნსი, 89)
კრ. პალასი-უოტფორდი 2:1 (საკო, 89, მაკარტური, 90+2 – იანმაატი, 3)
ჰადერსფილდი-ჩელსი 1:3 (დეპუატრი, 90+2 – ბაკაიოკო, 23, ვილიანი, 43, პედრო, 50).