ინგლისის ნაკრები ყოფილი ფეხბურთელი დაპატიმრებულია
ინგლისის ნაკრები ყოფილი ფეხბურთელი დაპატიმრებულია

“მანჩესტერ სიტისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ტრევორ სინკლერი მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისა და ადამიანზე თავდასხმის გამო დააპატიმრეს, – წერს გაზეთი Mirror.

ამ მომენტისთვის 44 წლის ინგლისელი წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება.

პოლიცია გვიან ღამით მივიდა სინკლერის სახლთან, სადაც აღმოაჩინა ავტომობილი, რომლითაც ყოფილი ფეხბურთელი ავტოავარიაში მოხვდა. სინკლერი ქალს დაეჯახა, რომელმაც სახის უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.

ტრევორ სინკლერმა ინგლისის ნაკრებში 12 მატჩი ჩაატარა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატში.