ინგლისის ნაკრები ავსტრალიას სამი წამყვანი მოთამაშის გარეშე ხვდება
ინგლისის ნაკრები ავსტრალიას სამი წამყვანი მოთამაშის გარეშე ხვდება

შაბათს, 24 ნოემბერს, ლონდონის „ტვიკენჰემის“ სარაგბო არენაზე ერთმანეთს ინგლისისა და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან და, დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მასპინძლებს ჯეკ ნოუელი დააკლდებათ.

25 წლის ნოუელს ოთხშაბათს არ უვარჯიშია და მის ნაცვლად, როგორც ჩანს, მოედანზე ჯო კოკანასიგას ვიხილავთ.

ნოუელის გარდა, ინგლისს ტრავმის გამო კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე, კრის ეშტონი დააკლდება და, გარდა ამისა, მანუ ტუილაგის მოედანზე გამოსვლაც ეჭვქვეშაა.

მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი თავისი გუნდის სასტარტო თხუთმეტეულს უკვე ხუთშაბათს დაასახელებს.

შაბათის ტესტ-მატჩებიდან ასევე აღსანიშნავია შემდეგი თამაშები –

საქართველო – ტონგა
იტალია – ახალი ზელანდია
შოტლანდია – არგენტინა
უელსი -სამხრეთ აფრიკა
საფრანგეთი – ფიჯი