ინგლისში აცხადებენ, რომ ადამიანები, რომლებიც „კოვიდ 19“-ზე აიცრნენ, შესაძლოა ვირუსს ისევ ავრცელებდნენ და შემზღუდველ ზომებს უნდა დაემორჩილონ
ინგლისში აცხადებენ, რომ ადამიანები, რომლებიც „კოვიდ 19“-ზე აიცრნენ, შესაძლოა ვირუსს ისევ ავრცელებდნენ და შემზღუდველ ზომებს უნდა დაემორჩილონ

ადამიანები, რომლებიც „კოვიდ 19“-ზე აიცრნენ, შესაძლოა ვირუსს ისევ ავრცელებდნენ და შემზღუდველ ზომებს უნდა დაემორჩილონ – ამის შესახებ ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილემ, პროფესორმა ჯონათან ვან-თამმა განაცხადა.

გამოცემა „ტელეგრაფში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მეცნიერებმა ვირუსის გადაცემაზე ვაქცინის ზეგავლენის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან.

„არც ერთი ვაქცინა არ ყოფილა 100 პროცენტით ეფექტური. ვაქცინის ორივე დოზის მიღების შემდეგ, თქვენ კვლავ შეგიძლიათ გადასცეთ „კოვიდ 19“ სხვას და გადაცემის ჯაჭვები გაგრძელდება. თუ შეცვლით ქცევას, შესაძლოა კვლავ ავრცელებდეთ ვირუსს, მაღალი იყოს შემთხვევების რაოდენობა და რისკის ქვეშ დააყენოთ სხვები, რომლებსაც ვაქცინა სჭირდებათ, მაგრამ რიგში დგანან“, – განაცხადა ჯონათან ვან-თამმა.