ინგლისის ჩემპიონატი - XXXVI ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის ჩემპიონატი - XXXVI ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები
* სერხიო აგუერო პირველი ფეხბურთელია ტიერი ანრის შემდეგ, ვინც პრემიერლიგაში ზედიზედ ხუთ სეზონში გაიტანა მინიმუმ 20 გოლი.
* ჯეიმი ვარდიმ “არსენალს” მერვედ გაუტანა – ეს “ლესტერის” ფორვარდის საყვარელი გუნდია კარიერაში.
* პრემიერლიგის ზედიზედ 45 მატჩში არც ერთ ფეხბურთელს არ მოუტყუებია “ლივერპულის” მცველი ვირჯილ ვან დეიკი.
* “მანჩესტერ იუნაიტედს” ოთხი ოფიციალური მატჩია არ მოუგია – ეს ყველაზე გრძელი სერიაა 2015 წლის დეკემბრის შემდეგ.
* ხუან მატა პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც თავის დაბადების დღეზე გაიტანა. მანამდე ეს შეძლეს უეინ რუნიმ (2004) და ანტონი მარსიალმა (2018).
* მეორედ ინგლისის ჩემპიონატების ისტორიაში, ერთ სეზონში ორმა გუნდმა დააგროვა 90-ზე მეტი ქულა. 1970-71 წლების სეზონში ასეთი დუეტი შექმნეს “არსენალმა” (94) და “ლიდსმა” (91).
* “ჰადერსფილდის” კარში ხუთივე გოლი “ლივერპულის” აფრიკელმა ლეგიონერებმა გაიტანეს. ასეთი რამ პირველად მოხდა პრემიერლიგის ისტორიაში.
* ნაბი კეიტას მიერ მე-15 წამზე გატანილი გოლი ყველაზე სწრაფია “ლივერპულისთვის” პრემიერლიგის ისტორიაში.
* “ჰადერსფილდს” “ლივერპულისთვის” ბოლო რვა მატჩია არ გაუტანია.
* “ლივერპული” 16 მატჩია არ მარცხდება, ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და შინ 38-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

შედეგები
ლივერპული-ჰადერსფილდი 5:0
გოლები: 1:0 კეიტა (1), 2:0 მანე (23), 3:0 სალაჰი (45), 4:0 მანე (66), 5:0 სალაჰი (83)

ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 0:1
გოლი: 0:1 ანტონიო (67)

უოტფორდი-ვულვზი 1:2
გოლები: 0:1 ხიმენესი (41), 1:1 გრეი (49), 1:2 დიოგო ჟოტა (77)

საუთჰემპტონი-ბორნმუთი 3:3
გოლები: 1:0 ლონგი (12), 1:1 გოსლინგი (20), 1:2 უილსონი (32), 2:2 უორდ-პრაუსი (55), 3:2 ტარგეტი (67), 3:3 უილსონი (86)

ფულჰემი-კარდიფი 1:0
გოლი: 1:0 ბაბელი (79)

კრ. პალასი-ევერტონი 0:0

ბრაიტონი-ნიუკასლი 1:1
გოლები: 0:1 პერესი (18), 1:1 გროსი (75)

ლესტერი-არსენალი 3:0
გოლები: 1:0 ტილემანსი (59), 2:0 ვარდი (86), 3:0 ვარდი (90+5)

ბარნლი-მანჩესტერ სიტი 0:1
გოლი: 0:1 აგუერო (63)

მანჩესტერ იუნ-ჩელსი 1:1
გოლები: 1:0 ხუან მატა (11), 1:1 ალონსო (43)

გათამაშების ცხრილი
1. მანჩესტერ სიტი – 92
2. ლივერპული – 91
3. ტოტენჰემი – 70
4. ჩელსი – 68
5. არსენალი – 66
6. მანჩესტერ იუნ – 65

ბომბარდირები
21 – სალაჰი (ლივერპული)
20 – აგუერო (მანჩესტერ სიტი)
20 – მანე (ლივერპული)
19 – ობამეიანგი (არსენალი)
18 – ვარდი (ლესტერი)