ინგლისის ჩემპიონატი. IV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის ჩემპიონატი. IV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* დენიელ ჯეიმსმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და მესამედ გაიტანა.

* „საუთჰემპტონმა“ მხოლოდ ორჯერ დაარტყა ზუსტად.

* „საუთჰემპტონი“ ზედიზედ ცხრა საშინაო მატჩია ვერ უგებს „მანჩესტერ იუნაიტედს“.

* „მანჩესტერმა“ პირველ ოთხ ტურში მხოლოდ 5 ქულა დააგროვა. ასეთი ცუდი შედეგი გუნდს ბოლოს 1992/93 წლების სეზონში ჰქონდა.

* „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგაში ბოლო 18 შეხვედრიდან 17 მოიგო.

* „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ მე-12 შეხვედრა მოიგო და ამით საკუთრი რეკორდი გააუმჯობესა.

* რობერტო ფირმინო გახდა პირველი ბრაზილიელი, ვინც პრემიერლიგაში 50 გოლი გაიტანა.

* კრისტიან ერიქსენი გახდა პირველი დანიელი, ვინც პრემიერლიგაში 50 გოლი დააგროვა.

* „ტოტენჰემს“ პრემიერლიგის ბოლო 8 გასვლითი მატჩი არ მოუგია.

* ბოლო 27 საშინაო მატჩიდან „არსენალი“ მხოლოდ ერთხელ დამარცხდა „ტოტენჰემთან“.

შედეგები

საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნ 1:1

გოლები: 0:1 ჯეიმსი (10), 1:1 ვესტერგაარდი (58)

ჩელსი-შეფილდ იუნ 2:2

გოლები: 1:0 აბრაჰამი (19), 2:0 აბრაჰამი (43), 2:1 რობინსონი (46), 2:2 ზუმა (89-საკ. კარში)

კრ. პალასი-ასტონ ვილა 1:0

გოლი: 1:0 ჯ. აიუ (73)

ლესტერი-ბორნმუთი 3:1

გოლები: 1:0 ვარდი (12), 1:1 უილსონი (15), 2:1 ტილემანსი (41), 3:1 ვარდი (73)

მანჩესტერ სიტი-ბრაიტონი 4:0

გოლები: 1:0 დე ბრუინი (2), 2:0 აგუერო (42), 3:0 აგუერო (55), 4:0 ბერნარდო სილვა (79)

ნიუკასლი-უოტფორდი 1:1

გოლები: 0:1 ჰიუზი (2), 1:1 შარი (41)

ვესტ ჰემი-ნორვიჩი 2:0

გოლები: 1:0 ჰალერი (24), 2:0 იარმოლენკო (56)

ბარნლი-ლივერპული 0:3

გოლები: 0:1 ვუდი (33-საკ. კარში), 0:2 მანე (37), 0:3 ფირმინო (80)

ევერტონი-ვულვზი 3:2

გოლები: 1:0 რიჩარლისონი (5), 1:1 საისი (9), 2:1 ივობი (12), 2:2 ხიმენესი (75), 3:2 რიჩარლისონი (80)

არსენალი-ტოტენჰემი 2:2

გოლები: 0:1 ერიქსენი (10), 0:2 კეინი (40-პენ), 1:2 ლაკაზეტი (45+1), 2:2 ობამეიანგი (71)

სატურნირო მდგომარეობა

1. ლივერპული – 12

2. მანჩესტ. სიტი – 10

3. ლესტერი – 8

4. კრ. პალასი – 7

5. არსენალი – 7

6. ევერტონი – 7

7. ვესტ ჰემი – 7

8. მანჩესტ. იუნ – 5

9. ტოტენჰემი – 5

10. შეფილდ იუნ – 5

ბომბარდირები

6 – აგუერო (სიტი)

5 – პუკი (ნორვიჩი)

5 – სტერლინგი (სიტი)

4 – ბარნსი (ბარნლი)

4 – აბრაჰამი (ჩელსი)