ინგლისი - პრემიერლიგის მერვე ტური ციფრებში
ინგლისი - პრემიერლიგის მერვე ტური ციფრებში

ლივერპული-მანჩესტერ სიტი 0:0
– პეპ გვარდიოლამ იურგენ კლოპთან უშუალო დაპირისპირებებში ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (3 ფრე, 4 წაგება).
– „ლივერპულს“ რვა ტურის შემდეგ 20 ქულა ბოლოს 2008/09 წლების სეზონში ჰქონდა.
– ყველა ტურნირის ჩათვლით, სერხიო აგუერომ „ენფილდზე“ მეათე მატჩი ჩაატარა და არც ერთში გოლი არ გაუტანია.

საუთჰემპტონი-ჩელსი 0:3
გოლები: 0:1 აზარი (30), 0:2 ბარკლი (57), 0:3 მორატა (90+3)
– 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ, ედენ აზარმა პირველად შეძლო ერთ მატჩში გოლის გატანაც და შედეგიანი პასის შესრულებაც. სხვათა შორის, მაშინაც ეს „საუთჰემპტონთან“ საგარეო მატჩში მოხდა.
– როს ბარკლი 2013 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, ვინც პრემიერლიგის ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. ბოლო ეს ფრენკ ლამპარდმა შეძლო.

ფულჰემი-არსენალი 1:5
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (29), 1:1 შიურლე (44), 1:2 ლაკაზეტი (49), 1:3 რემზი (67), 1:4 ობამეიანგი (79), 1:5 ობამეიანგი (90+1)
– „არსენალს“ ლონდონურ დერბებში 51.5 პროცენტი აქვს მოგებული, რაც საუკეთესო შედეგია პრემიერლიგაში.
– „არსენალმა“ პრემიერლიგის ბოლო ხუთი გასვლითი მატჩიდან ოთხი მოიგო – უფრო მეტი, ვიდრე წინა 19 მატჩში.

მანჩესტერ იუნ-ნიუკასლი 3:2
გოლები: 0:1 კენედი (7), 0:2 მუტო (10), 1:2 მატა (70), 2:2 მარსიალი (76), 3:2 ალექსის სანჩესი (90)
– „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მეშვიდედ შეძლო მოგება პირველ ტაიმში ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ. ეს პრემიერლიგის რეკორდია.
– ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში, პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ 29 გოლში მიიღო მონაწილეობა – 13 გოლი+16 საგოლე პასი. გუნდში ეს საუკეთესო შედეგია.
– „ნიუკასლს“ რვა ტურის შეამდეგ, მოგება არ აქვს. გუნდს ამაზე უარესი შედეგი მე-19 საუკუნეში ჰქონდა, როცა 1898/99 წლების სეზონში ვერ მოიგო ჩემპიონატის პირველი 10 მატჩში.

ტოტენჰემი-კარდიფი 1:0
გოლი: 1:0 დაიერი (8)

ბრაიტონი-ვესტ ჰემი 1:0
გოლი: 1:0 მარეი (25)

ბარნლი-ჰადერსფილდი 1:1
გოლები: 1:0 ვოუკსი (20), 1:1 შინდლერი (66)

უოტფორდი-ბორნმუთი 0:4
გოლები: 0:1 ბრუკსი (14), 0:2 ჯ. კინგი (33-პენ), 0:3 ჯ. კინგი (45), 0:4 უილსონი (47)

კრ. პალასი-ვულვზი 0:1
გოლი: 0:1 დოჰერტი (56)

ლესტერი-ევერტონი 1:2
გოლები: 0:1 რიჩარლისონი (7), 1:1 რიკარდო პერეირა (40), 1:2 სიგურდსონი (77)