24 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. სტადიონი “ნიჟნი ნოვგოროდ-არენა“. დასაწყისი – 16:00 საათი
მსაჯი: გჰიდ გრიშა (ეგვიპტე)
ამ მატჩში ყველაფერი მარტივადაა – ბელგიის ორი მოგებისა და ინგლისის ტუნისზე გამარჯვების შემდეგ, ამ ჯგუფიდან ორივე მერვედფინალისტის გამოსავლენად რჩება ბრიტანელების მოგება პანამასთან.
ინგლისს გარკვეული სირთულეები ჰქონდა ტუნისთან მატჩში მომენტების რეალიზაციის მხრივ, მაგრამ კეინის ორმა გოლმა ინგლისს გამარჯვება მოუტანა. პანამა კი ბელგიასთან თამაშობდა მხოლოდ ერთი ამოცანით – რაც შეიძლება დიდი ხანი გაეძლო მეტოქის შეტევებისთვის. ამის გაკეთება პირველი 45 წუთში შეძლო, რის შემდეგაც, დებიუტანტის კარში სამი გოლი გავიდა.
პირველი ტურის მატჩები
ბელგია-პანამა 3:0
გოლები: 1:0 მერტენსი (47), 2:0 ლუკაკუ (69), 3:0 ლუკაკუ (75)
ინგლისი-ტუნისი 2:1
გოლები: 1:0 კეინი (11), 1:1 სასი (35-პენ), 2:1 კეინი (90+1)
ახალი ამბები
დელე ალი დაუბრუნდა ვარჯიშებს, მაგრამ მაინც გამოტოვებს პანამასთან მატჩს. 22 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ტუნისთან მატჩში მიიღო. ალის ძირითადში რუბენ ლოფტუს-ჩიკი შეცვლის.
პანამას მთავარმა მწვრთნელმა ერნან დარიო გომესმა დაადასტურა, რომ არ შეცვლის სასტარტო შემადგენლობას.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.
საინტერესო ფაქტები
– ინგლისს მხოლოდ ორჯერ აქვს მოგებული სასტარტო ორი მატჩი – 1982 და 2006 წლებში.
– ინგლისი 11 მატჩია არ მარცხდება.
– კეინი გარი ლინეკერის (1990 წელი, კამერუნთან მატჩი) შემდეგ პირველი ინგლისელია, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა.
– პანამას პირველ მატჩში უფრო მეტი ყვითელი ბარათი (5) ჰქონდა, ვიდრე კარში დარტყმა (2).
– პანამამ ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო (+1=2-5).
– პანამას 10 მატჩი ჩაუტარებია ევროპული გუნდების წინააღმდეგ და ვერც ერთი ვერ მოიგო.
– 1998 წელს, ინგლისმა ერნან დარიო გომესის კოლუმბიას 2:0 მოუგო. მაშინ, ინგლისელთა ამჟამინდელი დამრიგებელი გარეტ საუტგეიტი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
რა თქვეს მწვრთნელებმა
გარეტ საუტგეიტი (ინგლისი):
„ჩვენ შევისწავლეთ პანამას ნაკრები. არ მგონია, რომ სიურპრიზები გველოდება. მათ რთული საკვალიფიკაციო ტურნირი ჰქონდათ, აშშ-ს გაუსწრეს. ასე რომ, ხვალ რთული მატჩი იქნება“.
ერნან დარიო გომესი (პანამა):
„არანაირი პრობლემა არ გვაქვს. წინ მძიმე მატჩი გველოდება. ჩვენ ვუყურეთ ინგლისის ნაკრების თამაშს, ისინი ერთი შეხებით ძალიან სწრაფად მოქმედებენ. ძალიან გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვთ. ერთი წამით არ უნდა მოვდუნდეთ, ბოლომდე კონცენტრირებული უნდა ვიყოთ. ინგლისს იმდენი ვარსკვლავი არ ჰყავს, რამდენიც ბელგიას, მაგრამ ძლიერი გუნდია“.
სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი: პიკფორდი – მაგუაირი, სტოუნზი, უოკერი – ჰენდერსონი – იანგი, ლოფტუს ჩიკი, ლინგარდი, ტრიპიერი – რეშფორდი, კეინი.
პანამა: პენედო – დევისი, ესკობარი, ტორესი, მურილიო – გომესი – როდრიგესი, გოდოი, კუპერი, ბარსენასი – პერესი.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!