ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ექიმებმა ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში კონსულტაციები ჩაატარეს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ექიმებმა ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში კონსულტაციები ჩაატარეს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, მათი ექიმები ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში კონსულტაციის ჩასატარებლად იმყოფებოდნენ.

„29 აპრილს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა და ჰემატოლოგი მიხეილ გადაბაძე ქალაქ ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ იმყოფებოდნენ, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ჰემატოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდა. ასევე, გაკეთდა ტრეპანობიოფსია. ბათუმიდან თბილისში წამოღებულ იქნა მასალა ძვლის ტვინის ციტოლოგიის, ძვლის ტვინის ჰისტომორფოლოგიიისა და იმუნოჰისტოქიმიის კვლევის ჩასატარებლად“, – აცხადებენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში.