ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი რჩება, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა

11:17, 12.06.2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

კლინიკაში გუშინ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი პაციენტის მდგომაროება ამ ეტაპზე მძიმეა და დაავადების პროგრესირება შეინიშნება.

„კვლავ გყავს ორი მძიმე პაციენტი პნევმონიით, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის სტაბილური. დაავადება გარკვეულწილად პროგრესირებს, მაგრამ იმედი გვაქვს, პროგრესირება არ იქნება ძალიან მძიმე და სწრაფი, დაემორჩილება მკურნალობას და პროგნოზი მომავალში კეთილსაიმედო იქნება“, -განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი