ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო რამდენიმეს პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო რამდენიმეს პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რამდენიმეს შემთხვევაში კი პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსისგან 48 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 71.

„დღეს დილას როგორც ვთქვით 306 დადასტურებული შემთხვევაა, ჯერჯერობით უცვლელია. ახალი შემატებული პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს.  12 პაციენტთან ჩავატარეთ ტესტირება, პირველადები ყველა უარყოფითი იყო და განმეორებითი ჩატარებული გამოკვლევებით, ორ პაციენტთან უკვე განმეორებით მივიღეთ უარყოფითი პასუხი.  კიდევ ორი პაციენტი გამოგვიჯანმრთელდა, რამდენიმესთან კი პირველ ეტაპზე უარყოფითია და გავიმეორებთ 24 საათში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.