ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 31 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება
ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 31 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 20 პაციენტიდან 10 ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მათ კლინიკა გუშინვე დატოვეს.

შესაბამისად, ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 31 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

კლინიკას შესაძლო შემთხვევები არ ჰყავს და ძირითადად უკვე დადასტურებული პაციენტების მხოლოდ საკონტროლო ტესტირება ტარდება.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში ერთი მძიმე პაციენტი რჩება, რომლის მდგომარეობაც დინამიკაში გაუმჯობესებულია.

„ჩვენთან ერთი რჩება მძიმე, რომლის დინამიკა დადებითია და ვიმედოვნებთ, ხვალიდან შესაძლებელი იქნება, ამოღებულ იქნას მძიმეთა სიიდან. შესაბამისად, გვეყოლება საშუალო და მსუბუქი პაციენტები“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.