ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 25 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია
ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 25 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი დაემატა.

შესაბამისად, ამ დროისთვის კლინიკაში 25 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

„ახალი გამოჯანმრთელებული არც ჩვენ გვყავს. დაგვემატა სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი მკურნალობს. სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია. ორი არის სომხეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე, ერთი კი საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთიდან დაბრუნდა.

მკურნალობის ფონზე მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. დანარჩენ პაციენტებთანაც არსად შეინიშნება დაავადების პროგრესირება. ყველა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.