ინფანტინო ფიფა-ს პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს #1TVSPORT
ინფანტინო ფიფა-ს პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს #1TVSPORT

ჯანი ინფანტინო მესამედ აირჩიეს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტის პოსტზე. მისი უფლებამოსილება 2027 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

პრეზიდენტის არჩევნები ფიფა-ს 73-ე კონგრესზე გაიმართა, რომელსაც რუანდის დედაქალაქი კიგალი მასპინძლობდა. ინფანტინო ერთადერთი კანდიდატი იყო.

52 წლის შვეიცარიელი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას 2016 წლიდან ედგა სათავეში. 2019 წელს ის ხელმეორედ აირჩიეს პოსტზე და მაშინაც უალტერნატივო კანდიდატი იყო.