ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო თვითმფრინავების მარშრუტები შეცვალეს
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო თვითმფრინავების მარშრუტები შეცვალეს

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო თვითმფრინავების მარშრუტები შეცვალეს. საუბარია ვულკან ანაკ კრაკატაუზე, რომელმაც გასულ კვირას გამოიღვიძა და ინდონეზიაში დამანგრეველი ცუნამი გამოიწვია.

სპეციალისტების ცნობით, ბოლო დღეებში ვულკანის კრატერიდან უფრო მეტი ლავა გადმოდის, რაც სტიქიის გამეორების რისკს ზრდის. ამის გამო ხელისუფლებამ ვულკანის გარშემო ხუთკილომეტრიანი ზონა საფრთხის შემცველად გამოაცხადა და იქ გადაადგილება აკრძალა. ასევე გაზარდეს განგაშის დონეც.

შაბათს ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეული ცუნამის შედეგად 430-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ასეულობით ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

დატოვე კომენტარი