ინდონეზიაში საპროტესტო აქციები და არეულობა გრძელდება
ინდონეზიაში საპროტესტო აქციები და არეულობა გრძელდება

ინდონეზიაში საპროტესტო აქციები და არეულობა არ წყდება. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკებები მოხდა. განსაკუთრებით რთული სიტუაცია ჯაკარატში არჩევნებზე დაკვირვების სამმართველოს შენობასთან იყო. თვითმხილველების თქმით, მომიტინგეებმა პოლიციას ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. სამართალდამცავებმა საპასუხოდ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები აპრილში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს აპროტესტებენ, რომელშიც მოქმედმა პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ გაიმარჯვა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯაკარტაში მომხდარი არეულობა წინასწარ იყო დაგეგმილი, ხოლო აქციების მონაწილეები, რომლებიც პოლიციას უპირისპირდებიან, გასამრჯელოს იღებენ.

ორდღიანი აქციების შემდეგ ინდონეზიის პოლიციამ 257 ადამიანია დააკავა.