ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 236 ადამიანმა.

სტიქიით დაზარალებულ არქიპელაგს დახმარება უკვე შესთავაზეს მეზობელმა სახელმწიფოებმა, მათ შორის მალაიზიამ, ავსტრალიამ და სინგაპურმა. კუნძულ ბალიზე ევაკუირებული ტურისტების ნაწილი კი, უკან ბრუნდება.

6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები კუნძულ ლომბოკის ჩრდილოეთით, 5 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 19:48 საათზე დაფიქსირდა. სტიქიამ კუნძულის ჩრდილოეთით მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. განადგურებულია 13 ათასამდე საცხოვრებელი სახლი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

დატოვე კომენტარი