ინდონეზიაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

17:31, 14.07.2019

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის სიმძლავრე 7,3 მაგნიტუდას აღწევდა. ჯერ ნგრევის და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც სეისმოლოგები იუწყებიან, მიწისძვრის ეპიცენტრი მოლუკის კუნძულებზე მდებარეობდა. სტიქიამ პანიკა გამოიწვია.

რამდენიმე საათით ადრე ძლიერი მიწისძვრა მოხდა ავსტრალიაშიც. ბიძგების სიმძლავრე 6,9 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მსგავსი