ინდოეთში ზვავის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა

01:16, 07.01.2018

ინდოეთში, ქაშმირისა და ჯამუს შტატებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, მცირეწლოვნებიც არიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 200-მდე მაშველი ჩაერთო. მათ თოვლის მასიდან ორი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მსგავსი