ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში სარკინიგზო ავარიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, ინციდენტი ბიჰარის შტატში მოხდა.

ავარიის შედეგად, სხეულის დაზიანება 15-მა ადამიანმა მიიღო. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შტატის რკინიგზის სამსახურში ამბობენ, რომ მაშველები სავარაუდო დაშავებულების მოსაძებნად სამძებრო ოპერაციას აგრძელებენ.

ავარიის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედია წერს, რომ ინციდენტის მიზეზი შესაძლოა, გაუმართავი სარკინიგზო ხაზი ყოფილიყო.