ინდოეთში საოჯახო-გასართობ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში საოჯახო-გასართობ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, გუჯარათის შტატში საოჯახო-გასართობ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან.

სააგენტო „როიტერთან“ საუბარში ქალაქ რაჯკოტის ხელისუფლება მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საქმე სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს გადაეცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.