ინდოეთში, საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანძარს 13 პაციენტი ემსხვერპლა
ინდოეთში, საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანძარს 13 პაციენტი ემსხვერპლა

ინდოეთში, მუმბაის მახლობლად, საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს 13 პაციენტი ემსხვერპლა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დღეს დილით გაჩენილი ხანძარი უკვე ჩააქრეს. ოთხი გადარჩენილი ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.

ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების რეკორდული მაჩვენებლის ფონზე, საავადმყოფოები გადატვირთულია. სამედიცინო დაწესებულებებში ჟანგბადის, რეანიმაციული საწოლებისა და სასუნთქი აპარატების ნაკლებობაა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანძრის გაჩენის მიზეზი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დატოვე კომენტარი