ინდოეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა
ინდოეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა

​ინდოეთში მეწყერის ჩამოწოლას 20 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც გამოცემა „თაიმს ოფ ინდია“ წერს, შემთხვევა ასამის შტატის სამხრეთ ნაწილში მოხდა. მეწყერი ძლიერი წვიმის შედეგად, სამ რაიონში ჩამოწვა.

გარდაცვლილებს შორის არიან ქალები და ბავშვები. კიდევ ცხრა დაშავებული ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.