ინდოეთში მეხუთე დღეა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება
ინდოეთში მეხუთე დღეა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება

ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების მასობრივი კრემაცია მიმდინარეობს. ქვეყანაში უკვე მეხუთე დღეა, გარდაცვლილთა რეკორდული რიცხვი ფიქსირდება.

გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს კიდევ 2 812 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირების დღიურმა ახალმა შემთხვევებმა კი, 254 ათასს მიაღწია.

ქვეყანამ თხოვნით მიმართა ევროკავშირს, უზრუნველყონ მიწოდება სამედიცინო ჟანგბადისა და ანტივირუსული მედიკამენტ „რემდესივირის“, რომელიც კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში გამოიყენება. დახმარების სურვილი უკვე გამოთქვეს ირლანდიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა.