ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 17 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 407 ადამიანი
ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 17 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 407 ადამიანი

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 17 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 407 ადამიანი გარდაიცვალა. დღეის მონაცემებით, ინდოეთში უკვე ნახევარი მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 490 401 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 15 301 ადამიანი.

ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სარკინიგზო მიმოსვლა 30 ივნისს უნდა განახლებულიყო, თუმცა ეპიდემილიოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა 12 აგვისტოს იგეგმება.