ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა
ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა

ინდოეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 12 დღეში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 50 000 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინდოეთში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, უფრო მაღალია.

კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული მსხვერპლის მაჩვენებლით ინდოეთი, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ინფიცირების შემთხვევებით კი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზე. პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“ 26 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანა ამჟამად გლობალური პანდემიის ეპიცენტრია.