ინდოეთი მსოფლიოს მესამე ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა.
როგორც ადგილობრივი მედია ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 58 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ინდოეთში „კოვიდ-19“ უკვე 2 021 407 ადამიანს დაუდასტურდა.
ინდოეთში კორონავირუსულ ინფექციას 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რაც მსოფლიოში მეხუთე მაჩვენებელია.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 20 დღის განმავლობაში ინფექციის რაოდენობა გაორმაგდა, რაც აშშ-ზე და ბრაზილიაზე სწრაფად მოხდა. მსოფლიოში ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ აშშ-სა და ბრაზილიაშია.