ინდოეთში კორონავირუსის 382 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 780 პირი
ინდოეთში კორონავირუსის 382 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 780 პირი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინდოეთში კორონავირუსის 382 315 შემთხვევა გამოვლინდა. უკვე ორ კვირაზე მეტია, ინდოეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 300 ათასს აჭარბებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – გარდაიცვალა 3 780 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 20 მილიონ 665 ათასი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 226 188 შეადგინა.