ინდოეთში კორონავირუსის 263 533 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 329 ადამიანი
ინდოეთში კორონავირუსის 263 533 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 329 ადამიანი

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 263 533 შემთხვევა გამოვლინდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – გარდაიცვალა 4 329 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 25 მილიონ 228 ათასი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 278 719 შეადგინა.​