ინდოეთში კორონავირუსის 22 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 467 ადამიანი
ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 720 000-ს მიაღწია. ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში 22 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 467 ადამიანი კი, გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რიცხვი 20 000-ს აღემატება. ვირუსისგან უკვე განიკურნა 440 ათასი ადამიანი.
ინდოეთში დღემდე მკურნალობას განაგრძობს 260 ათასამდე პაციენტი.