ინდოეთში კორონავირუსის 165 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში კორონავირუსის 165 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 165 553 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ბოლო 46 დღის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 460 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან, ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 27,9 მილიონი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 325,972 შეადგინა.