ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული ზრდა აღინიშნა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ვირუსი 5 242 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ პირველად მოხდა.
ინდოეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება საერთო ჯამში 96 169 ადამიანს დაუდასტურდა.
ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინო შეზღუდვები 31 მაისამდე იმოქმედებს. პარალელურად ზოგიერთმა მაღაზიამ და ბიზნესმა გახსნა დაიწყო, ავტობუსებს ქალაქებში გადაადგილების უფლება მისცეს, ნებართვის შემთხვევაში კი სახელმწიფო საზღვრებსაც გადაკვეთენ.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ინდოეთში სამუშაო უკვე 120 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაკარგა.