ინდოეთში კედლის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში კედლის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა ტამინლადუს შტატის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კედლის ჩამონგრევის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა. რეგიონში უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს.
ტრაგედიის ადგილას სამძებრო სამაშველო სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.