ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 184 372 ადამიანს დაუდასტურდა
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 184 372 ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 184 372 ადამიანს დაუდასტურდა. ეს მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში ინდოეთში გარდაიცვალა 1 027 კოვიდინფიცირებული.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19-ის“ 13,9 მილიონი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 172 085-ს შეადგენს.

ბოლო ერთი კვირაა ინდოეთში კოორნავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100 ათასს აჭარბებს. ეპიდვითარების გართულების გამო ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში კარანტინი გამოცხადდა.