ინდოეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 11 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ის სულ 320 922 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 9 195 ადამიანი.
ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ დასავლეთით მდებარე მაჰარაშტრას შტატშია, სადაც „კოვიდ-19“-ის 104 456 შემთხვევაა დაფიქსირებული.