ინდოეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო 12 მინისტრი ერთდროულად გადადგა

14:43, 08.07.2021

ინდოეთში 12 მინისტრი ერთდროულად გადადგა, მათ შორის თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა, ხარაშ ვარდახანმა, რომელსაც ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ.

თანამდებობა დატოვა ასევე ინდოეთის იუსტიციის მინისტრმა, თუმცა ინდური მედია არ გამორიცხავს, რომ მან მმართველ პარტიაში მნიშვნელოვანი პორტფელი ჩაიბაროს.

როგორც „ფრანს პრესი“ წერს, მინისტრების გადადგომის მიზეზი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გარდა, ასევე ინდოეთში მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნებიც იყო.

მსგავსი