ინდოეთში დატბორილი მატარებლიდან 700 მგზავრი გამოიყვანეს
ინდოეთში დატბორილი მატარებლიდან 700 მგზავრი გამოიყვანეს

ინდოეთში დატბორილი მატარებლიდან 700 მგზავრი გამოიყვანეს. ინციდენტი ქალაქ მუმბაისთან ახლოს მოხდა, სადაც ამჟამად წყალდიდობაა. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე ვერტმფრენი, ნავები და მყვინთავთა ჯგუფები.

როგორც მატარებელში მყოფმა მგზავრებმა ადგილობრივ მედიას უთხრეს, მათ უბრძანეს ვაგონიდან არ ჩასულიყვნენ, რის გამოც მათ 15 საათი არაფერი უჭამიათ.

მატარებლიდან გადმოყვანილთა შორის ცხრა ორსულია. ისინი დროებით განთავსების ცენტრებში გადაიყვანეს.

წვიმების სეზონის დროს წყალდიდობები ინდოეთში ხშირია. მხოლოდ წელს სტიქიას 600 მოქალაქე ემსხვერპლა.

გადაუღებელი წვიმის გამო შეფერხებებია ავიამიმოსვლაშიც. მუმბაის აეროპორტმა 11 რეისის მიღება ვერ შეძლო.