ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში შტორმს 18 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში შტორმს 18 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში შტორმს 18 ადამიანი ემსხვერპლა. რვა ადამიანი დაიღუპა კოლკატაში, ექვსი კი ჰოვრაჰში. არიან დაშავებულებიც.

სტიქიამ, რომელიც შტატს გამთენიისას დაატყდა თავს, რამდენიმე ათასი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

ფესვიანად მოგლიჯა ათობით ხე. განადგურებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მათ შესაბამისი სამსახურებიდან გამაფრთხილებელი შეტყობინება არ მიუღიათ.