ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 346 786 შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 346 786 შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 346 786 შემთხვევა აღირიცხა. ეს პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ინდოეთის საავადმყოფოები ადგილებისა და ჟანგბადის აპარატების ნაკლებობას განიცდიან.
ბოლო 24 საათში ინდოეთში გარდაიცვალა 2 624 კოვიდინფიცირებული. ეს ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19-ის“ 16,61 მილიონი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 189 549-ს შეადგენს.