ინდოეთში ბოლო 24 საათში მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ის დღიური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ინდოეთში ბოლო 24 საათში მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ის დღიური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 332 730 შემთხვევა აღირიცხა. ეს პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის ახალი შეთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინდოეთის საავადმყოფოები ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან.

ბოლო 24 საათში ინდოეთში გარდაიცვალა 2 263 კოვიდინფიცირებული. ეს ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19-ის“ 16,26 მილიონი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 186 928-ს შეადგენს.