ინდოეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 4 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

11:46, 08.05.2021
People wearing protective face masks stand in a line to enter a metro station amidst the spread of the coronavirus disease (COVID-19), in New Delhi, India, September 14, 2020. REUTERS/Anushree Fadnavis

ინდოეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 4 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. „როიტერის“ ცნობით, ეს მორიგი ანტირეკორდია, რომელიც ინდოეთში დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამეში აღრიცხეს ინფიცირების 401 078 ახალი შემთხვევა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „კოვიდ-19“-ს ბოლო 24 საათში 4 187 ადამიანი ემსხვერპლა. ამრიგად, ინდოეთში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რიცხვმა 238 270-ს მიაღწია.

ეპიდვითარების გაუარესების გამო, ინდოეთის ბევრ შტატში შეზღუდვები გაამკაცრეს.

მსგავსი