ინდოეთში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა

09:07, 16.12.2019

ნიუ დელიში სამართალდამცველებთან შეტაკების შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა. აქციის მონაწილეებმა ავტომობილებსა და ავტობუსებს ცეცხლი წაუკიდეს.

ინდოეთში საპროტესტო აქციები უკვე მეხუთე დღეა, მიმდინარეობს. მოქალაქეები ახლად ამოქმედებულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც მეზობელ ისლამურ ქვეყნებში დევნილ რელიგიურ უმცირესობებს იცავს, ისეთს, როგორიც არიან ქრისტიანები და ინდუსები.

მსგავსი