ინდოეთში აცხადებენ, რომ ჰიმალაის მთების სადავო ზონაში ჩინეთის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი

11:05, 31.08.2020

ინდოეთში აცხადებენ, რომ ჰიმალაის მთების სადავო ზონაში ჩინეთის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ინდოეთში აცხადებენ, რომ ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელმა არმიამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური და სამხედრო მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული კონსენსუსი დაარღვია.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაპირისპირება აღმოსავლეთ ლადახის ტერიტორიაზე მოხდა. ინდოეთში ამბობენ, რომ ადგილზე მყოფმა ინდოეთის ჯარისკაცებმა სიტუაციის დეესკალაცია მოახერხეს.

„როიტერი“ წერს, რომ ამჟამად ორი ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლები საზღვარზე შეხვედრაზე იმყოფებიან.

მსგავსი