ინდოეთში ​კორონავირუსის 352 991 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 812 ადამიანი
ინდოეთში ​კორონავირუსის 352 991 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 812 ადამიანი

ინდოეთში ბოლო 24 საათში ​კორონავირუსის 352 991 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ერთ დღეში აღრიცხული კოვიდინფიცირებულების მსოფლიო ანტირეკორდია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ინდოეთში „კოვიდ-19“-ით 2 812 ადამიანი გარდაიცვალა.

ამრიგად, ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე აღრიცხულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს ინდოეთში სულ 195 123 პაციენტი ემსხვერპლა.