ინდოეთმა ქაშმირი ფედერალურად ადმინისტრირებულ ორ ტერიტორიად გაყო
ინდოეთმა ქაშმირი ფედერალურად ადმინისტრირებულ ორ ტერიტორიად გაყო

ინდოეთმა ქაშმირი ორ ფედერალურად ადმინისტრირებულ ტერიტორიად გაყო.

ახალი მოწყობით, ერთი ნაწილი არის ქაშმირი, მეორე კი, ჩინეთის მოსაზღვრე ლადაქი. ორივე ტერიტორია ამჟამად დელიდან პირდაპირი წესით იმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება არის მიმდინარე წლის აგვისტოში გადადგმული ნაბიჯის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ინდოეთის მთავრობამ მის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირზე კონტროლი გააძლიერა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, რეგიონში ახალი გზები, ახალი სარკინიგზო ხაზები, სკოლები და საავადმყოფოები აშენდება. სამოკავშირეო ტერიტორიებს ფედერალური მთავრობისგან შტატებზე ნაკლები ავტონომია აქვთ. ქაშმირი მსოფლიოს ერთ-ერთი სახიფათო ტერიტორიაა, სადაც სამხედროების მაღალი კონცენტრაციაა.

​ქაშმირზე პრეტენზიას ინდოეთი და პაკისტანი აცხადებენ, თუმცა რეგიონს ორივე ქვეყანა ნაწილობრივ აკონტროლებს.