ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით ფრენებს გეგმავს
ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით ფრენებს გეგმავს

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს.

ტავჯორჯიას“ ინფორმაციით, ავიაკომპანია Indigo პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის 31 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.

Indigo-ს მენეჯმენტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა და ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით „ტავჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.

Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისთვის ფრენებს 135 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 77 ადგილობრივია, 58 კი – საერთაშორისო.