ინდოეთის შტატ ჰარიანაში ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის შტატ ჰარიანაში ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის შტატ ჰარიანაში ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ორი სამართალდამცველია. ასევე, 20-ზე მეტი სამართალდამცველია დაშავებულთა შორის. დამწვარია ათობით ავტომობილი.

დაპირისპირება ინდუისტების მარშს მოჰყვა, რომელიც ორშაბათს მუსლიმებით დასახლებულ ნუჰის რაიონში გაიმართა. ქვეყნის ხელისუფლებამ განვითარებული მოვლენების ფონზე ქალაქში კომენდანტის საათი დააწესა და, უსაფრთხოების მიზნით, სამხედროები განათავსა.

გავრცელებული ცნობით, დამწვარია გურუგრამის დასახლებაში მდებარე მეჩეთი და მოკლულია მუსლიმი სასულიერო პირი.

პოლიციამ მეჩეთზე თავდასხმაში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დააკავა.