ინდოეთის სამხედრო ავიაციამ პაკისტანის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო
ინდოეთის სამხედრო ავიაციამ პაკისტანის სამხედრო-საჰაერო ძალების „ფ-16“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ინდოეთის საინფორმაციო სააგენტო „ინდია თუდეი“-ს ინფორმაციით, პაკისტანის სამმა სამხედრო თვითმფრინავმა ე.წ. საკონტროლო ხაზი გადაკვეთა და ინდოეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.
გავრცელებული ცნობით, პაკისტანელმა სამხედრო მფრინავმა კატაპულტირება განახორციელა, მაგრამ პილოტის მდგომარეობაზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
პაკისტანის სამხედრო თვითმფრინავებმა ინდოეთის კონტროლირებული ტერიტორია დაბომბეს. მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
პაკისტანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ იერიშის დროს მსხვერპლისა და მატერიალური ზარალის თავიდან ასარიდებლად, არასამხედრო სამიზნეები იქნა არჩეული.
ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ინდოეთისა და პაკისტანის რამდენიმე ქალაქში აეროპორტები დაიხურა.