ინდოეთის ქარხანაში, სადაც გუშინ ხანძარს 43 ადამიანი ემსხვერპლა, ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა
ინდოეთის ქარხანაში, სადაც გუშინ ხანძარს 43 ადამიანი ემსხვერპლა, ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა

ინდოეთში, ნიუ დელის იმ ქარხანაში, სადაც ხანძარს გუშინ 43 ადამიანი ემსხვერპლა, კვლავ ცეცხლი გაჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ხანძრის ახალი კერის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

გუშინ ქარხანაში ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 43 ადამიანი ემსხვერპლა, 16 მძიმედაა დაშავებული. ყველა დაღუპული და დაშავებული ქარხნის თანამშრომელია.

მედიის ინფორმაციით, შენობაში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.