ინდოეთის პრემიერი - სოლიდარობას ვუცხადებთ ირანელ ხალხს, ვლოცულობთ პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის კეთილდღეობისთვის
სოლიდარობას ვუცხადებთ ირანელ ხალხს, ვლოცულობთ პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი სოციალურ ქსელში წერს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ დღეს ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ირანელ ხალხს ამ რთულ დროს და ვლოცულობთ პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის კეთილდღეობისთვის“, – წერს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.